თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” მორიგი ახალწვეული ჰყავს. ესპანურმა კლუბმა ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა 28 წლის მცველ როდრიგ ბობუას.
ფრანგმა კალათბურთელმა გასული სეზონი “სტრასბურგში” გაატარა და საფრანგეთის ჩემპიონატში საშუალოდ 16.1 ქულას აგროვებდა, ევროლიგაში მისი საშუალო მონაგარი 11.6 ქულა იყო, ევროთასზე კი – 12.1.
ისიც ვთქვათ, რომ ბობუას ნბა-ში თამაშის გამოცდილებაც გააჩნია: 2009-2013 წლებში ის “დალას მავერიქსის” ღირსებას იცავდა.