ფეხბურთი

21:15 | 21.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ჰალილოვიჩი "ჰამბურგში" გაუშვა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე კატალონიის "ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი ალენ ჰალილოვიჩი კარიერას "ჰამბურგში" გააგრძელებს. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 20 წლის მოთამაშემ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "ბლაუგრანამ" ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო მიიღო.

ჰალილოვიჩი "ბარსას" მოთამაშე 2014 წლის ზაფხულში გახდა და სარეზერვო გუნდში დაიწყო ასპარეზობა. ერთი წლის შემდეგ მთავარ გუნდში დააწინაურეს და "ხიხონში" გაანათხოვრეს, სადაც 37 შეხვედრაში თავი 5-5 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ალენს ესპანური გრანდის რიგებში მხოლოდ 28 წუთი აქვს ნათამაშები.

0.106192