ფეხბურთი

13:56 | 21.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“უდინეზემ” “ვალენსიას” ფეხბურთელი იყიდა

ესპანური “ვალენსიას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი როდრიგო დე პაული კარიერას “უდინეზეში” გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 22 წლის შემტევი “ფრიულელებმა” სრულად გამოსიყიდეს და 5 წლიანი კონტრაქტიც გაუფორმეს.

დე პაული “ვალენსიაში” 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და 44 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით სამშობლოში, კერძოდ “რასინგ აველანდაში” გაატარა (15 მატჩი, 1 გოლი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099483