ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ნაგოიას ბაშოზე მე-3 გამარჯვება იზეიმა. დასავლეთის სეკივაკეს წოდების მქონე ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა მიტაკეუმის იორიკირით სძლია.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ივლისის სუპერტურნირზე უკვე 8 ბრძოლა აქვს წაგებული, ამდენად, სასტიტულო ვარდნას მაინც ვერ გადაურჩება. ქართველი სეკიტორის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-8 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 7:6-ს უგებს.
ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ლიდერობას მონღოლი იოკოძუნები – ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი, ოძეკი კისენოსატო და კომუსუბი ტაკაიასუ ინარჩუნებენ. მათ აქტივში 9-9 მოგებაა.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში დადებით ბალანსზე გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. ქართველმა გოლიათმა, რომელიც აღმოსავლეთის 1-ლი ნომრის წოდებით ირჯება, 1 დღით ძალები მაკუუჩიში მოსინჯა და დასავლეთის მე-15 მაეგაშირა სადანოფუჯის ჰატაკიკომით აჯობა.
გაგამარუს 5 მარცხის წილ 6 გამარჯვება აქვს, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კი აღმოსავლეთის მე-6 ნომერი კიოკუშუჰო იქნება.
ნაგოიას ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა
ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 8:40-დან