პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონის "ლესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "ოქსფორდთან" მოგებული ამხანაგური შეხვედრის (2:1) შემდეგ განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯარა კლუბისთვის უკვე დაიხურა.
"გუნდში ყველა ბედნიერია. მორჩა, სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა. მაჰრეზის ველაპარაკე და მას კლუბში დარჩენა სურს." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
გასული სეზონის პრემიერლიგის ფეხბურთელთა რჩეული ალჟირელი მოთამაშე რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს, თუმცა რანიერის ინფორმაციით, აფრიკელი "მელიების" რიგებში თამაშით ბედნიერია.