კალათბურთი

16:00 | 20.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ფინიქსმა” ბარბოსა დაიმატა

“ფინიქს სანსმა” 33 წლის ბრაზილიელ ლეანდრო ბარბოსასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც კალათბურთელი 8 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ბარბოსა 2015 წელს “გოლდენ სტეიტთან” ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა. ლეანდროს აქამდე “ტორონტოში”, “ბოსტონში” და “ფინიქსში” უთამაშია.

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციში ბარსბოსა კარიერის მანძილზე საშუალოდ ერთ შეხვედრაში 11 ქულას, 2.1 მოხსნას და 2.2 პასს აკეთებდა.

0.120744