მსოფლიოს ნომერ მე-14 ჩოგბურთელი ფრანგი რიშარ გასკე ზურგის ტრავმის გამო რიოს ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს, აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გასკეს თავის თანამემამულე ბენუა პერი ჩაანაცვლებს, რომელიც ოლიმპიადაზე პირველად მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ რიშარ გასკემ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოლიმპიური საჩოგბურთო ტურნირი 6-14 აგვისტოს გაიმართება.