ფრანგი ერიკ კანტონა ოდიოზური პიროვნება გახლავთ და არანაკლებია ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, რომელიც ცოტა ხნის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი გახდა. შვედმა გიგანტმა კანტონას სიტყვა არ შეარჩინა და საკმაოდ ორიგინალური პასუხი გასცა:
“მოვისმინე რაც კანტონამ თქვა – მისი კარიერით აღფრთოვანებული ვარ და იგი მართალია – მე არ ვიქნები მანჩესტერში მეფე, ღმერთი ვიქნები”, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
ზლატანის ეს პასუხი ცოტა ხნის კანტონას კომენტარს მოჰყვა, როდესაც მან განაცხადა, რომ იბრაჰიმოვიჩი “იუნაიტედში” მეფე ვერ გახდებოდა...