იტალიის სერიას A-ს ბინადარი “ტორინო” საგრძნობლად გაძლიერდა. როგორც ტურინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ამიერიდან “გრანატას” ღირსებას “რომას” ორი ყოფილი შემტევი ადემ ლიაიჩი და იაგო ფალკე დაიცავენ. შერბი “ტორინომ” სრულფასოვნად შეიძილა, ხოლო ესპანელი დამდეგ სეზონში ამ გუნდის ღირსებას იჯარით დაიცავს.
“დიდი მადლობა პრეზიდენტ კაიროსა და სპორტულ დირექტორ პეტრაჩის “ტორინოში” მიწვევისთვის. კმაყოფილი ვარ იმით, რომ მიხაილოვიჩთან ერთად ისევ ვიმუშავებ – მას ჩემს კარიერაში დიდი წვლილი მიუძრვის”, - განაცხადა წარდგენისას ლიაიჩმა, რომელმაც გასული სეზონის იჯარით მილანის “ინტერში” გაატარა, თუმცა კლუბში დამკვიდრება ვერ შეძლო.
‘მადლობა პრეზიდენტ კაიროსა და მთლიანად “ტორინოს” ნდობისთვის – მე ძალიან ბენდნიერი ვარ. მწვრთნელის განკარგულებაში ვიმყოფები და მზად ვარ მაქსიმუმი გავიღო გუნიდსთვის”, - ეს კი იაგო ფალკეს სიტყვებია.
იაგო ფალკე “რომაში” ერთი წლის წინ ჩაირიცხა და 22 მატჩში მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო. მანმადე კი, “ჯენოაში” თამაშობდა, საიდანაც მიიქცია კიდეც რომაული გუნდის ყურადღება. რაც შეეხება ლიაიჩს, იგი იტალიაში 2010 წლიდან მყოლებული თამაშობს და ჯერ “ფიორენტინას”, შემდეგ კი, “რომასა” და “ინტერის” რიგებში ირჯებოდა.