კალათბურთი

0:33 | 19.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაისი კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს

რუსული “ხიმკის” გამთამაშებელი ტაირის რაისი კარიერას ესპანურ “ბარსელონაში” გააგრძელებს. ორწლიანი კონტრაქტი უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

ამერიკელმა კალათბურთელმა კატალონიურ გრანდში ჩეხი ტომაშ სატორანსკი უნდა შეცვალოს, რომელიც “ვაშინგტონ უიზარდსში” გადაბარგდა.

შეგახსენებთ, რომ რაისს ჩერნოგორიის პასპორტიც აქვს და შესაძლოა, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშოს.

0.110893