კალათბურთი

17:44 | 18.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“პანათინაიკოსი” მარკოიშვილთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს

ათენის “პანათინაიკოსი” ქართველ კალათბურთელ მანუჩარ მარკოიშვილთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს. ამ ინფორმაციას ბერძნული სააგენტოები აქტიურად ავრცელებენ.

მარკოიშვილი ათენელთა თავკაცის არგირის პედულაკისის სიაში ისედაც გახლდათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ვიქტორ კლავერმა “პაოს” წინადადება უარყო და ესპანურ “ბარსელონაში” გადაბარგება არჩია, მამუჩარი საერთოდაც პირველი სამიზნე გახდა.

გადაწყვეტილია, რომ ათენურ გრანდს დაემშვიდობება ვლადიმირ იანკოვიჩი, ამდენად, “პანათინაიკოსი” მარკოიშვილს მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე განიხილავს.

პედულაკისს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის მონაცემები სრულად აკმაყოფილებს, რადგანაც “მანუ” პერიმეტრიდან შეტევისას საკმაოდ ძლიერია და არც დაცვითი უნარები დაეწუნება.

მარკოიშვილმა გასული სეზონი სტამბოლის “დარუშაფაკაში” გაატარა და ევროლიგის 22 მატჩში მისი საშუალო მონაგარი 6.2 ქულა, 1.1 მოხსნა და 1.4 პასი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამადდ მანუჩარი მუხლის ტრავმას წამლობს და ამის გამო, სლოვენიაში შეკრებაზე მყოფ საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად არ იმყოფება.

ქართველმა კალათბურთელმა სამკურნალო კურსი ბელგიაში უნდა გაიაროს და უკეთეს შემთხვევაში, მწყობრში სამ-ოთხ კვირაში თუ ჩადგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128047