18 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე, რომელმაც უიმბლდონის გოგონათა ტურნირში დამაიმედებელი შედეგები აჩვენა, ყაზახეთში იმყოფება და დედაქალაქ ასტანას 10-ათასიან ტურნირში თამაშობს.
ერთეულებში მარიამს მე-5 განთესვა გააჩნია და საწყის რაუნდში რუს ალინა სილიჩს ეთამაშება.
წყვილებში ბოლქვაძემ და რუსმა მარგარიტა ლაზარევამ, რომელთაც მე-4 რეიტინგი აქვთ, ფრანგ არმიტანოს და უზბეკ ხატამოვას 3:6, 7:6 (7:2), 10:6 სძლიეს და მეოთხედფინალში ყირგიზ პალკინა ულუკანს და რუს პუჩკოვას ეთამაშებიან.