გერმანიაში გრძელდება ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი, სადაც A ჯგუფში ასპარეზობა უკვე დასრულდა. მესამე ტურის შემდეგ პლეი-ოფის სტადიაზე თამაშის უფლება, როგორც მოსალოდნელი იყო პორტუგალიისა და იტალიის ნაკრებებმა მოიპოვეს. სამაგიეროდ, ქვეჯგუფიდან ვერ გავიდა მასპინძელი გერმანია.
დასკვნითი ტურის წინ იტალიელ და პორტუგალიელ ფეხბურთელებს 4-4 ქულა ჰქონდათ, ავსტრიას 2, ხოლო გერმანიას – 0. შესაბმისად, “ბუნდესნაკრები” მოგების შემთხვევაშიც ვერ გადიოდა ნახევარფინალში, ავსტრიას კი შანსი მაინც ჰქონდა. მოუხედავად ამისა, რუტლინგენში მასპინძლებმა ადვილად სძლიეს მეზობელს – 3:0.
ჯგუფის ლიდერთა მატჩი კი ფრედ (1:1) დასრულდა, რამაც პირველ ადგილზე პორტუგალიის ნაკრები გაიყვანა. მართალია, ორივე ნაკრებს 5-5 ქულა დაუგროვდათ და ბურთების სხვაობაც პლიუს ერთი, მაგრამ ლუზიტანელებმა გაცილებით მეტი გაიტანეს, ვიდრე აპენინელებმა. არადა, აღნიშნულ მატჩს იტალია კარგა ხანს იგებდა, მე-15 წუთიდან 87-მდე, მაგრამ მხოლოდ ქულას გამორჩა და ახლა ნახევარფინალში დიდი ალბათობით ინგლისს შეხვდება, რომელიც B ჯგუფის ლიდერია დასკვნითი ტურის წინ. პორტუგალია კი ამავე ქვეჯგუფის მეორე ადგილოსანთან გაარკვევს ურთიერთობას.
ავსტრია – გერმანია 0:3
გოლები: 0:1 ნეუმანი (50), 0:2 ტეჩერტი (52), 0:3 გული (87)
იტალია – პორტუგალია 1:1
გოლები: 1:0 დიმარკო (15, პენ), 1:1 ბუტა (87)
1. | პორტუგალია U19 | 3 | 1 | 2 | 0 | 6:5 | 5 | |
2. | იტალია U19 | 3 | 1 | 2 | 0 | 3:2 | 5 | |
3. | გერმანია U19 | 3 | 1 | 0 | 2 | 6:5 | 3 | |
4. | ავსტრია U19 | 3 | 0 | 2 | 1 | 2:5 | 2 |