ფეხბურთი

22:03 | 17.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

დემბა ბას უმძიმესი ტრავმა (+VIDEO)

სენეგალის ნაკრების ფორვარდმა დემბა ბამ გუშინ ჩინეთის ჩემპიონატში უმძიმესი ტრავმა მიიღო. აფრიკელმა ფეხბურთელმა მარცხენა ფეხი შანხაის დერბიში, “შანხაისა” და “შენშუას” მატჩის 64-ე წუთზე მიიღო, როდესაც მეტოქე გუნდის კაპიტანს შეეჯახა.

მატჩი 7 წუთი არ განახლებულა, ხოლო მის ნაცვლად მოედანზე ნიგერიელი ობაფემი მარტინსი შევიდა – ცვლილებისას დემბა ცრემლებს ვერ იკავებდა.

ბას დიდი ალბათობით 7-დან 8 თვემდე მოუწევს უქმობა, მაგრამ ამას ვინ ჩივის, რისკი იყო, რომ საერთოდ კარიერა დაესრულებინა.

“წარმოუდგენელი ტრავმაა – შესაძლო იყო, რომ ბას კარიერა საერთოდ ვერ გაეგრძელებინა. მერჩივნა ეს შეხვედრა წაგვეგო, ვიდრე ასეთი რამ გადახტენოდა მას თავს. დემბა დიდებული ადამიანია ეს ნამდვილად არ დაუმსახურებია”, - აღნიშნა “შენშუას” მთავარმა მწვრთნელმა გრეგორიო მანზანომ.

უშუალოდ შანხაის დერბი კი დემბა ბას გუნდმა 2:1 მოიგო. არადა, 87-ე წუთამდე აგებდა და საბოლოოდ 3 ქულა ფრედი გუარინის ზუსტი დარტყმით მოიპოვა.

თეგებიდემბა ბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.066594