ფეხბურთი

17:36 | 16.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესოები პორტუგალიაში - მაკარიძეც დააჯილდოვეს

პორტუგალიაში გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დააჯილდოვეს და მათ შორის, გიორგი მაკარიძეც. 26 წლის ქართველი პორტუგალიის მეორე ლიგის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

როგორც იცით, გიორგიმ სეზონი "ფეირენსეში" გაატარა და დიდი წვლილი შეიტანა გუნდის უძლიერესთა ლიგაში გადასვლაში. ამ ზაფხულს კი მაკარიძე პორტუგალიის სხვა კლუბში, უმაღლესლიგელ "მორეირენსეში" გადავიდა.

პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად 18 წლის რენატო სანჩესი აღიარეს, რომელიც "ბენფიკაში" თამაშობდა, ახლა კი უკვე "ბაიერნის" წევრია.

საუკეთესო მეკარე - რუი პატრისიუ ("სპორტინგი"), საუკეთესო ბომბარდირი - ჟონასი ("ბენფიკა", 32 გოლი).

0.114225