ფეხბურთი

11:00 | 16.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბენატია “იუვენტუსის” ფეხბურთელია

მაროკოს ეროვნული ნაკრებისა და “ბაიერნის” აწ უკვე ყოფილი მცველი მეჰდი ბენატია ამიერიდან ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას დაიცავს. აფრიკელმა ფეხბურთელმა “იუვეში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ერთწლიანი კონტრაქტიც უკვე გააფორმა. იგი ტურინში მომავალ ზაფხულამდე იჯარით ითამაშებს, გარიგების ღირებულებამ 3 მილიონი ევრო შეადგინა.

კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც “იუვენტუსს” ბენატიას სრულად გამოსყიდვა 17 მილიონად შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ მეჰდისთვის იტალია უცხო გარემო სულაც არაა – იგი ჯერ “უდინეზეს” შემდგომ კი, “რომას” რიგებში ირჯებოდა.

0.130233