პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონის "ლესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, რომ ნგოლო კანტეს შენარჩუნება სურს, მაგრამ თუ ფრანგი გუნდის დატოვებას გადაწყვეტს, მის სურვილს პატივს ვცემო.
"კანტეს მომავლის შესახებ არაფერი ვიცი. ერთი რამ ვიცი, ჩვენ მას ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ. მისი დაკარგვა არ მინდა, მაგრამ თუ წავა, გავუგებ." - განუცხადა Leicester Mercury-ს იტალიელმა.
ნგოლო კანტეთი ევროპული წამყვანი კლუბები დაინტერესდნენ, "მელიებმა" კი ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. ფრანგს მაცდური წინადადებები მადრიდის "რეალისგან" და ლონდონის "ჩელსისგან" აქვს.