ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის პაოლო მალდინის შვილი კრისტიანი, ამიერდან იტალიის ლეგა პროს ბინადარ “რეჯანაში” ითამაშებს. ამის შესახებ რეჯიო ემილიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 19 წლის მარცხენა მცველი “რეჯანას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მოგეხსენებათ, უმცროსი მალდინი “მილანის” აკადემიის აღზრდილია და შესაბამისად აქამდე მის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, თუმცა როგორც ჩანს, მამის გზა ღირსეულად ვერ გააგრძელა და გუნდი დატოვა.
არადა, 2009 წელს, როცა პაოლო დიდი ფეხბურთიდან წავიდა, “როსონერიმ” 3 ნომერი ხმარებიდან ამოიღო, ოღონდ ერთი გამონაკლისით – მისი ჩაცმის უფლება მხოლოდ მის შვილებს შეეძლებათ. კრისტიანი კი, აწი რამდენად მოახერხეს “სან სიროზე” დაბრუნებას ძნელი სათქმელია...