ფეხბურთი

19:08 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

დე სანკტისი “მონაკოს” შეუერთდა

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი მორგან დე სანკტისი ამიერიდან ფრანგული “მონაკოს” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ მონეგასკური გუნდის ვებგვერდი იტყობინება. 37 კიპერი ფრანგულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. იგი “მონაკოში” ხორვატი დანიელ შუბაშიჩის დუბლიორი იქნება.

“ამაყი ვარ “მონაკოსთან” კონტრაქტის გაფორმებით. საფრანგეთში დიდი გუნდია და მაქსიმალურად ვეცდები ჩემი გამოცდილება დავახმარო სეზონის მიზნების მიღწევისთვის”, - განაცხადა 39 წლის მეკარემ.

მორგან დე სანკტისი ბოლო სამი წლის განმავლობაში “რომას” კარს იცავდა, მანამდე კი სხვადასხვა პერიოდში წარმატებით თამაშობდა “უდინეზეს”, “სევილიას”, “გალათასარაისა” და “ნაპოლის” რიგებში. გარდა ამ გუნდებისა, მორგანს “პესკარასა” და “იუვენტუსშიც” უთამაშია. იტალიის ნაკრებში კი, მან 2005-2012 წლებში 6 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114633