ფეხბურთი

15:52 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა ბოლივიის ნაკრების მწვრთნელად?

ლეგენდარული არგენტინელი დიეგო მარადონა, შესაძლოა, ბოლივიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნოს. ამის შესახებ ბოლივიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კლივერ როჩამ განაცხადა. თავად მარადონაც თანახმა ყოფილა ამ პოსტის დაკავებაზე.

ბოლივიას ხულიო სესარ ბალდივიესო თავკაცობდა, რომელიც კოპა ამერიკაზე სამიდან სამივე მატჩის წაგების შემდეგ გადადგა.

მარადონას გარდა, ბოლივიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატად კიდევ ერთი არგენტინელი განიხილება: "ალბისელესტეს" ყოფილი მეკარე ნერი პუმპიდო, რომელიც 1986 წელს "მარადონას ჩემპიონატში" გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10597