გახსოვთ ეგვიპტელი თავდამსხმელი აჰმედ ჰოსამ მიდო? – ჰოდა, აფრიკელ ფორვარდს თურმე 2002 წელს შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლამის მოუკლავს... როგორც მიდომ “სანთან” საუბრისას გაიხსენა, ყველაფერი 2002 წლის 14 დეკემბერს, ამსტერდამის “აიაქსში” თამაშისას მოხდა:
“ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რადგან ძირითად შემადგენლობაში ვერ მოვხვდი და მხოლოდ შეცვლაზე ვითამაშე (პსვ-სთან 0:2). მოედანზე ყოფნისას იბრაჰიმოვიჩთან შელაპარაკება მომივიდა, ხოლო გასახდელში მან დამიყვირა. ხელში კი, მაკრატელი მეჭირა, რომ წინდები გამეხადა”, - გაიხსენა მიდომ.
სხვათა შორის, აღნიშნულის შესახებ ზლატანმაც ისაუბრა: “მიდო იყო სრულიად გიჟურ მდგომარეობაში. თან მაკრატელი ჰქონდა, რომელიც ლამის თავში გამარტყა, მაგრამ საბოლოოდ ჩემს უკან კედელს მოხვდა”.
თუმცა, ბოლოს მათ შორის მაინც მშვიდობას დაუსდგურებია – როგორც ზლატანი იხსენებს: “იცი, რომ თითქმის მომკალი?”, - ვუთხარი მე, “კი, რა თქმა უნდა”, - უთქვამს მიდოს...