იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ემანუელე ჯაკერინი კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს. ამის შესახებ გამოცემა Sky Sport-ი დარწმუნებით იტყობინება. წყაროს ინფორმაციით, ყველაფერი გადაწყვეტილია – ჯაკერინის აგენტი და “ნაპოლის” შეფები უკვე შეთანხმდნენ: “სანდერლენდი” ფეხბურთელის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ემანუელე “სან პაოლოზე” მომდევნო სამი წლის განმავლობაში დარჩება.
გასული სეზონი ჯაკერინიმ იჯარით “ბოლონიაში” გაატარა და წარმატებითაც. პიკი კი, ევროპის ჩემპიონატი გამოდგა, სადაც ჩია ტანის ნახევარმცველი იტალიის ნაკრების რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ბელგიასთან მატჩში გოლის გატანაც შეძლო.