ფეხბურთი

11:29 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: იანსენი "ტოტენჰემში" ჩაირიცხა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ვინსენტ იანსენი მომდევნო 4 წლის განმავლობაში ლონდონის "ტოტენჰემში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

იანსენის სანაცვლოდ “ალკმაარმა” 18.6 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. ვინსენტამდე "ტოტენჰემმა" ვიქტორ ვანიამა დაიმატა. 22 წლის მოთამაშეს თავდასხმის ხაზში კონკურენციის გაწევა ჰარი კეინისთან მოუწევს.

იანსენს "ნარინჯისფერთა" რიგებში დებიუტი მარტში საფრანგეთთან წაგებულ (2:3) შეხვედრაში ჰქონდა. 29 მარტს ინგლისის ეროვნულ გუნდთან მოგებულ (2:1) მატჩში 1 გოლი გაიტანა და "ტოტენჰემიც" ფეხბურთელით დაინტერესდა. მაურისიო პოჩეტინო და მისი სამწვრთნელო შტაბი ირლანდიასა და ჰოლანდიის შეხვედრას დაესწრო და შემდეგ ინგლისელებმა "ალკმაართან" მოლაპარაკება დაიწყეს.

იანსენი აწ უკვე ყოფილ კლუბს “ალკმაარს” ქვედალიგელ "ალმერედან" 2015 წლის ზაფხულში შეუერთდა. ერედივიზიონში გატარებულ პირველივე სეზონში ვინსენტმა 27 გოლი გაიტანა და ბომბარდირი გახდა. ჰოლანდიის ნაკრებში კი 5 შეხვედრაში თავი სამჯერ გამოიჩინა.

0.118816