ფეხბურთი

23:35 | 12.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხაშმანიანი: "სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო"

სომხეთის ჩემპიონ “ალაშკერტის” მთავარმა მწვრთნელმა აბრაჰამ ხაშმანიანმა “დინამოსთან” (0:2) მატჩი შეაფასა. მისი თქმით, შედეგი მთლიანობაში ლოგიკურია, მაგრამ დააყოლა, რომ შეიძლებოდა გოლი გაგვეტანა და ახლა უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდითო.

აბრაჰამ ხაშმანიანი (“ალაშკერტის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს, ძირითადი შემადგენლობის მცველების დანაკლისი იყო. მატჩამდე ორი ფეხბურთელი დაგვიშავდა, ხოლო უშუალოდ თამაშში ერთს მეათე წუთის შემდეგ აღარ შეეძლო ასპარეზობა, თუმცა მას ვსთხოვე, რომ პირველი ტაიმი გაეძლო – მთლიანობაში ვფიქრობ, რომ ცუდი შეხვედრა არ ჩაგვიტარებია.

რა თქმა უნდა, დღეს “დინამო” ფლობდა უპირატესობას და შეეძლო გაცილებით დიდი სხვაობითაც მოეგო. თუმცა, სამი ხელსაყრელი მომენტი ჩვენც გვქონდა და მიმაჩნია, რომ არ გაგვიმართლა. ერთი გოლის გატანა შეგვეძლო. ახლა, ჩვენი მიზანია მეორე მატჩი კარგად ჩავატაროთ.

ვიტყვი, რომ თავიდანვე მეორე ნომრად დავიწყეთ თამაში, მაგრამ მერე უფრო თანაბარი იყო. პირველი ტაიმი გაცილებით უკეთ ჩავატარეთ. მეორე ტაიმში კი დინამიკა დავკარგეთ და წავაგეთ. თუმცა ფეხბურთი ასეთია.

მსაჯობას ვერ შევაფასებ – შესაძლოა, ეროვნულ ჩემპიონატში მქონდეს პრეტენზია, მაგრამ დღეს უეფას არბიტრი მსაჯობდა და პრეტენზია ვერ მექნება. სტადიონზე კი დიდებული ატმოსფერო იყო. შესანიშნავია, ასეთ არენასა და მინდორზე თამაში. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას უფრო მეტი გულშემატკივარი დაამშვენებდა.

თამაშის დროს მე ჩემს ფეხბურთელებზე ვარ კონცენტრირებული, მაგრამ არ შეიძლება არ აღვინშო რენე ფერეირას ბრწყინვალე თამაში, რომელიც ჩემი აზრით, მოედანზე საუკეთესო იყო. მის გარდა, გამოვარჩევდი გიორგი ქვილითაიასა და ალექსანდრე ამისულაშვილს, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ. მისი შესაძლებლობები ყველამ კარგად იცის.

მე ვფიქრობ, არ იყო ორი განსხვავებული ტაიმი – ეს განაპირობა პირველმა გაშვებულმა გოლმა, თორემ შესაძლოა ზუსტად ისე გვეთამაშა, როგორც ეს პირველ 45 წუთში გავაკეთეთ.

თეგებიალაშკერტი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114328