ფეხბურთი

19:29 | 12.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალეკო გოგობერიშვილი: "სიონში" აღარ, მაგრამ სხვაგან კიდევ ვითამაშებ"

ალეკო გოგობერიშვილი უმაღლესი ლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია - 39 წლისა გახლავთ. გოგობერიშვილი კარიერის განმავლობაში არცერთ გუნდში არ ყოფილა რიგითი ფეხბურთელი, მისი გამოცდილება არაერთ ქართულ კლუბს წაადგა.

ის ბოლო სეზონებში ბოლნისის "სიონში" თამაშობდა, თუმცა კონტრაქტი დაუმთავრდა და აღარ გაგრძელებულა.

"სხვა კლუბში გავაგრძელებ კარიერას. მაქვს ვარიანტები და ვნახოთ. 39 წლის ვარ, მაგრამ ჯანმრთელობა მიშვებს და განწყობაც მაქვს. მინიმუმ, ერთი სეზონი კიდევ მინდა თამაში, მერე კი მწვრთნელობას ვაპირებ" - გვითხრა გოგობერიშვილმა.

ალეკომ მაისში საქართველოს თასის ფინალი გამოტოვა, რადგან მანამდე ტრავმა მიიღო "ვიტ ჯორჯიასთან" ნახევარფინალში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110872