ესპანურ “ლაბორალ კუჩას”, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ირიცხება, შესაძლოა, კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატოს.
საუბარია ბრაზილიელ გამთამაშებელ რაფაელ ლუჟზე (სიმაღლე 188 სმ.), რომელიც უკვე ბასკეთშია და კონტრაქტის დეტალებს განიხილავს.
24 წლის ლუჟმა გასული სეზონი მშობლიურ “ფლამენგოში” გაატარა და ბრაზილიის ჩემპიონატში საშუალოდ 7.0 ქულას და 4.1 მოხსნას აგროვებდა.