ფეხბურთი

15:12 | 10.07.2016 | ნანახია 3159 - ჯერ

ფავრი: “ბარძალი და კიელინი უვარგისი მცველები არიან”

ფრანგული “ნიცას” შვეიცარიელი მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი ტურინის “იუვენტუსის” მცველების, ანდრეა ბარძალისა და ჯორჯო კიელინის კრიტიკას მისდგა. როგორც 58 წლის სპეციალისტმა გერმანულ Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, ისინი უვარგისი მცველები არიან.

“ანდრეა ბარძალი და ჯორჯო კიელინი 4-მცველიან ტაქტიკაში ვერ ჯდებიან, რადგან ძალიან ნელები არიან. მათ არ აქვთ საკმარისად განვითარებული პოზიციის გრძნობაა, ეს კარგად გამოჩნდა, როცა “იუვენტუსმა” 4 მცველით ითამაშა – ეს იყო კატასტროფა. ხოლო, ხუთ მცველიანი ტაქტიკის დროს ყველაფერი იცვლება, რადგანაც გაცილებით ნაკლები პოზიცია აქვთ დასაფარი.

საერთოდ, იტალიური ფეხბურთი ღრმა კრიზისშია. ახალგაზრდების მხრივაც ამ ქვეყნაში სრული კატასტოფაა და ერთადერთი პერსპექტიული მოთამაშე მარკო ვერატია”, - განაცხადა “გლადბახის” ექსთავკაცმა.

ამასობაში კი, "გაძეტა დელო სპორტმა" ფავრის ძველი დრო გაუხსენა და შეახსენა, რომ "იუვენტუსი" შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში სწორედ 4 მცველიანი ტაქტიკით გავიდა, როცა პლეი-ოფში "დორტმუნდი", "მონაკო" და "რეალი" დაამარცხა...


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:27 | 10.07.2016
Lucas B. (1294)

ბიჭებო, პორტუგალიის ქომაგები სად იკრიბებიან, ხომ არ იცით ? ან თბილისში საყურებლად, ნორმალური ადგილი რომ მითხრათ რამე

15:47 | 10.07.2016
a.reversi (9540)

საცოდავი... არა ისე გაასხმევინეს ამას თავად მისმა იგროკებმა მსოფლიო რო არ სძულს გასაკვირია : D

15:23 | 10.07.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

სამაგიეროд, რაშიც მაგრები არიან, იმას აკეთებენ. ამ იტალიას ვერაფერს дაუწუნებдა კაცი. дაცვა ასაკოვანი дა ნელი, შუა ხაზი дა შეტევა უვარსკვლავო... მიუხეдავაд ამისა ძალიან საშიში дა ჩემдა გასაკვირაд საჩემპიონო გუნдიც კი შეკრა კონტემ.
შენ კი ფავრიკ, მაგ გენიალური ტვინით იარე ნიცებში дა შატორუებში DDDD

15:20 | 10.07.2016
dinamo_tiflis (3394)

ესმეტადონის პროგრამშია უეჭველი ეს საცოდავი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.120015
სარეკლამო ადგილი - 99
X x X