ფეხბურთი

17:08 | 10.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემი" ბაკას ტრანსფერს 12 ივლისს განახორციელებს

"ვესტ ჰემმა" შესაძლოა კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "მილანის" თავდამსხმელის კარლოს ბაკას ტრანსფერი 12 ივლისს საბოლოოდ განახორციელოს. როგორც Gazzetta dello Sport-ი იუწყება, "როსონერიმ" 25 მილიონიანი წინადადება იუარა, შემდეგ ინგლისელებმა იტალიელებს 30 მილიონს ევროს დაპირდნენ და "მილანი" წინადადებაზე ფიქრობს.

გამოცემის ცნობით, ბაკა ისე ვერ ათამაშდა, როგორც "სევილიაში" ყოფნის დროს ასპარეზობდა. შესაბამისად ახალ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელას გეგმებში კოლუმბიელი არ შედის, მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში კარლოსმა 43 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

"ვესტ ჰემი" ფეხბურთელს კვირაში 120 000 გირვანქა სტერლინგს ჰპირდება. იტალიაში ბაკა 60 000 იღებს და ეს წინადადება თავად ფეხბურთელისთვის საკმაოდ მომხიბვლელია. თუ ტრანსფერი შედგება, კარლოსი დიმიტრი პაიესთან ერთად "ჩაქუჩების" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.

0.114526