ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა მემფის დეპაიმ შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს. როგორც Tuttosport-ი იუწყება, ტურინის "იუვენტუსი" ფეხბურთელით დაინტერესდა და ზაფხულში გადაბირებას შეეცდება.
ამავდროულად, გამოცემის ცნობით, "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ჰოლანდიელის სათამაშო სტილი არ მოსწონს და გუნდიდან გაშვება უნდა.
მემფისი "მანჩესტერში" 2015 წლის ივლისში პსვ-დან გადავიდა. ინგლისში ჰოლანდიელზე დიდ იმედებს ამყარებდნე, თუმცა დეპაი სათანადოს ვერ ათამაშდა. გასულ სეზონში შემტევმა 46 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.