ფეხბურთი

19:38 | 9.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციო” ბიელსასთან ურთიერთობას სასამართლოში გაარკვევს

რომის “ლაციოს” ხელმძღვანელობა არგენტინელ მწვრთნელთან მარსელო ბიელსასთან შეთანხმების ჩაშლის გამო ურთიერთობის გარკვევას სასამართლოში აპირებს. ამის შესახებ Football Italia იტალიური კლუბის სპორტული დირექტორის იგლი ტარეს სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც ცნობილია, “ლაციო” ბიელსასთან თანამშრომლობაზე შეთანხმებული იყო და გუნდს 9 ივლისიდან უნდა ჩადგომოდა სათავეში, თუმცა ბოლო მომენტში უარი თქვა და ამის მიზეზად კლუბის მხრიდან ტრანსფერებზე შეთანხმების დარღვევა დაასახელა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მწვრთნელი არგენტინის ფეხბურთის ფედერაციისგან ელის წინადადებას და ეროვნული ნაკრების გაწვრთნა სურს.

“მას ჩვენი პროექტის სჯეროდა, ბოლო მომენტში კი აზრი შეიცვალა. თუმცა ჩვენ მასთან ჯერ არ დაგვისრულებია. “ლაციო” ბიელსას სასამართლოში უჩივლებს, რადგან მან ორ დღეში თქვა უარი მუშაობაზე მას შემდეგ, რაც კონტრაქტი ლიგას გადავუგზავნეთ” - ამბობს ტარე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11244