ქართველ სოფო შაფათავას და იტალიელ ალის მატეუჩის, რომელთაც იტალიურ ტურინში გამართულ 25-ათასიან ტურნირზე პირველი განთესვა გააჩნდათ, მთავარი პრიზის მოგებამდე 1 ნაბიჯი დააკლდათ.
შაფათავა და მატეუჩი ფინალში მე-2 განთესვის მქონე მაკედონიელ ლინა გორჩესკას და სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩს გაეჯიბრნენ და 3:6, 3:6 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა მეოთხედფინალში შაფათავა ხსენებულ გორჩესკასთან 4:6, 5:7 დამარცხდა.