ფეხბურთი

22:25 | 8.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” პორტუგალიელი მცველი დაიმატა

იტალიურმა “რომამ” “ემპოლის” პორტუგალიელი მცველი მარიო რუი გაიფორმა. ამის შესახებ დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. ლუზიტანელი უკანახაზელი “ჯალოროსის” ღირსებას მომდევნო სეზონის განმავლობაში საიჯარო ხელშეკრულებით დაიცვას, ხოლო ერთი წლის მერე, მისი სრულად გამოსყიდვაც იქნება შესაძლებელი.

“რომას” მარიო რუის იჯარა 3 მილიონი ევრო დაუჯდა, მისი გამოსყიდვის შემთხვევაში კი, ამდენივე თანხის დამატება მოუწევს.

25 წლის პორტუგალიელი მცველი ბოლო სამი სეზონის განმავლობაში “ემპოლის” რიგებში ირჯებოდა და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაც გახლდათ. მანამდე მას თამაში “სპეციაში”, “გუბიოსა” და პორტუგალიურ “ფატიმაში” მოუსწრია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115069