ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევი ედენ აზარი ლონდონის "ჩელსის" დატოვებას მიმდინარე ზაფხული სატრანსფერო პერიოდში არ აპირებს. როგორც ედენის ძმამ კილიანმა Goal-ს განუცხადა, 25 წლის ფეხბურთელი ლონდონში თავს კარგად გრძნობს.
"აზარი "ჩელსიში" დარჩება, რადგან ამ კლუბში ბედნიერია. მას უყვარს ლონდონი და ინგლისური კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა." - განაცხადა კილიანმა.
ბელგიელს გასული სეზონი ჩაუვარდა და ინგლისური მედია ვარაუდობდა, რომ აზარი კლუბს გამოიცვლიდა. თუ ედენის ძმას დავუჯერებთ, ფეხბურთელი მომდევნო სეზონს კვლავ "ჩელსიში" გაატარებს.