არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი დარწმუნებულია, რომ ლიონელ მესი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდება.
“ლეოს ტელეფონით ვესაუბრე და შემიძლია გითხრათ, რომ ის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდება. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია” - მაკრის სიტყვებს CNBC-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მესიმ “კოპა ამერიკის” ფინალში დამარცხების შემდეგ 29 წლის ასაკში სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.