არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ნაკრებს დროებითი მწვრთნელი დაუნიშნა. როგორც აფა-ს ვებგვერდი გვამცნობს, რიოს მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზე არგენტინელებს 58 წლის ხულიო ოლარტიკოეჩეა გაწვრთნის.
ოლარტიკოეჩეას სამწვრთნელო ასპარეზზე მაინცდამაინც დიდი გამოცდილება არ გააჩნია და აქედან გამომდინარე ცოტა უცნაურად მოსჩანს არგენტინული ფეხბურთის შეფების გადაწყვეტილება. ფეხბურთელობისას კი ხულიოს “ალბისელესტეს” რიგებში 32-ჯერ უთამაშია 1986 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გამხდარა.