ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა იტალიურ ტურინში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე ერთბაშად 2 ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს.
ერთეულთა შეჯიბრში მე-3 ნომრად განთესილმა შაფათავამ იტალიელი ნასტასია ბარნეტი 6:3, 6:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც მე-5 განთესვის მქონე მაკედონიელ ლინა გორჩესკას გაეჯიბრება.
წყვილებში შაფათავას და იტალიელი ალის მატეუჩის პირველ ნომრად განთესილმა დუეტმა მასპინძლებს – გატო-მონტიკონეს და გრიმალსკას 6:4, 5:7, 10:7 სძლია.
ნახევარფინალში შაფათავა და მატეუჩი არგენტინელებს – ესტაბლეს და ფარფანს დაუპირისპირდებიან.