კალათბურთი

21:01 | 6.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის და ბურჯანაძის “ანდორამ” ჩეხი მცველი შეიმატა

ესპანურ “ანდორას”, რომლის მაისურითაც მომავალ სეზონში უკვე 2 ქართველი კალათბურთელი – გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე ითამაშებს, კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს.

ანდორულმა კლუბმა კონტრაქტი 25 წლის ჩეხ მცველ დევიდ იელინეკს გაუფორმა, რომელმაც გასული სეზონი პოლონურ “ანვილში” გაატარა და საშუალოდ 17 ქულას და 2 პასს აგროვებდა.

იელინეკი კარიერას მშობლიურ “ბრნოში” იწყებდა, შემდეგ კი, ესპანურ “ხუვენტუტში”, “პრატსა” და “ბასკონიაში”, თურქულ “ოლინ ედირნესა” და “უშაკ სპორტიფში” და რუსულ “კრასნიე კრილიაშიც” უთამაშია.

0.145707