ფეხბურთი

16:00 | 6.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩინური 400 მილიონი და მარკო ვერატი “მილანში”?

იტალიურ “მილანში” ჩინური ინვესტიცია მოდის. ამის შესახებ აპენინური მედია აქამდეც არაერთხელ გვამცნობდა, მაგრამ ახლა საქმე უფრო წინ წასულა. როგორც სილვიო ბერლუსკონიმ გუშინ დააანონსა, “როსონერის” სათავეში აზიელების მოსვლა გადაწყვეტილია და ისინი კლუბს უახლოეს დღეებში გაიფორმებენ.

შესაბამისად, იზრდება “მილანის” ამბიციებიც, ყოველ შემთხვევაში სატრანსფერო ბაზარზე – “გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მარტო ტრანსფერებისთვის 400 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი. ამის ფონზე, გასაკვირი არაა, რომ დღეს გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ლომბარდიელთა მთავარი სამიზნე “პარი სენ ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატია. შესაძლო ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა “მილანი” ფეხბურთელის მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენს.

შეგახსნებთ, ვერატის იტალიის სერია ა-ში აქამდე ერთი მატჩის კი არ უთამაშია. იგი, როდესაც პსჟ-ში გადავიდა, ჯერ კიდევ ქვედალიგელი “პესკარას” წევრი გახლდათ.

0.109216