კალათბურთი

19:22 | 6.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტი” მზადაა რეი ალენი დაიმატოს

“გოლდენ სტეიტ უორიორსი” მზადაა 40 წლის რეი ალენს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, აღნიშნულ ინფორმაციას fansided.com-ი ავრცელებს. კალიფორნიელები რეის გადაბირებას 2014 წლიდან ცდილობენ.

რეი ალენი 2 წელია, რაც აღარ თამაშობს, მაგრამ მსროლელს კალათბურთიდან წასვლაზე განცხადება არ გაუკეთებია.

ალენი 2008, 2013 წლების ნბა-ს ჩემპიონია, რეის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე მეტი 2973 სამქულიანი აქვს ჩაგდებული.

0.119273