ფეხბურთი

23:44 | 4.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სიონი” ირანულ “ტაბრიზთან” დამარცხდა

ბოლნისის “სიონი” ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ირანის უმაღლესი ლიგის დებიუტანტ “ტაბრიზს” დაუპირისპირდა და 2:3 წააგო. არმაზ ჯელაძის გუნდმა მეტოქეს თბილისის ზღვაზე მდებარე ზესტაფონის ბაზაზე უმასპინძლა.

ბოლნისელთა პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაში ანგარიში ლაშა თოთაძემ გახსნა. საჯარიმოს სიახლოვეს შინდაგორიძეზე თამაშის წესი დაირღვა, სტანდარტული დარტყმა კი, თოთაძემ ზუსტად შეასრულა – 1:0.

ირანელებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს. მათ კონტრშეტევაზე კარგად ითამაშეს, ადვილად გაარღვიეს ბოლნისელთა დაცვა და ნანიევს აუღებელი დაურტყეს – 1:1.

ბოლნისელთა რიგებში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ. არმაზ ჯელაძე ორ ნახევარმცველს აკვირდება – ბრაზილიელ სანტოსს და ოსს ალსოევს. ალსოევმა პირველი ტაიმი ითამაშა, ხოლო მეორეში სანტოსი ჩაერთო.

პირველი ტაიმის მიწურულს “სიონის” დაცვა ჩავარდა, რაც გუნდს გოლის ფასად დაუჯდა. სტანდარტულიდან ჩაწოდებულ ბურთზე თოთაძემ ცუდად ითამაშა, ამით ირანელმა ფეხბურთელმა ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

ბოლნისელებმა ანგარიში თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაათანაბრეს. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ირაკლი სიხარულიძე თამაშობდა, თუმცა მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა. პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა – 2:2.

შეხვედრის მეორე ნახევარში არმაზ ჯელაძემ გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა. პირველი ტაიმის მსგავსად, “სიონის” ფეხბურთელები ბევრ საგოლე მომენტს ქმნიდნენ, თუმცა რეალიზებას ვერ ახდენდნენ.

ირანელები წინ, მატჩის მიწურულს გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა ნანიევს თერთმეტმეტრანის ნიშნულიდან ვერ გაუტანეს, საბოლოოდ, მისი კარის აღება მაინც მოახერხეს.

“სიონმა” ასეთი შემადგენლობით ითამაშა.

პირველი ტაიმი: ნანიევი, კასრაძე, თოთაძე, ჯინჭარაშვილი, გაფრინდაშვილი, ხურცილავა, ალსოევი, შინდაგორიძე, ვასაძე, ჯანელიძე, სიხარულიძე.

მეორე ტაიმი: ნანიევი, კასრაძე, თოთაძე, ხურცილავა (გიორბელიძე), ფოფხაძე, გაფრინდაშვილი, ვასაძე (უგულავა), ლობჯანიძე, სანტოსი, ჯანელიძე, სიხარულიძე (გოგოლიძე).

გუნდებს შორის კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი 10 ივლისს გაიმართება.

თეგები\"სიონი\"
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115247