ფეხბურთი

23:14 | 4.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტორესი "ატლეტიკოში" რჩება

მადრიდის “ატლეტიკომ” ფერნანდო ტორესს ახალი კონტრაქტი გაუფორმა და შესაბამისად, ვეტერანი ფორვარდი დამდეგ სეზონსაც “ვისენტე კალდერონზე” გაატარებს. ამის შესახებ “როხიბლანკოს” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

“ბედნიერი ვარ, რომ სახლში დავრჩი – იმ ერთადერთ ადგილზე, სადაც რეალურად მინდოდა ყოფნა. კმაყოფილი ვარ, არასდროს მქონია ეჭვები “ატლეტიკოში” დარჩენასთან დაკავშირებით”, - თქვა ტორესმა მშობლიურ გუნდში დარჩენის შემდეგ.

32 წლის ფერნანდო ტორესი მოგეხსენებათ, “როხიბლანკოს” აღზრდილია და გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანიც ყოფილა. იგი მადრიდულ კლუბს წელიწადნახევრის წინ დაუბრუნდა, ხოლო გასულ სეზონში ესპანეთის ლა ლი გაში 30 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა. ჩემპიონთა ლიგაზე კი, 12 შეხვერდაში თავი ერთხელ გამოიჩინა.

0.124716