ფეხბურთი

20:22 | 4.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვილი “ფენერბაჰჩეში” ითამაშებს

ჰოლანდიის ნაკრების წევრი გრეგორი ვან დერ ვილი ამიერიდან სტამბულის “ფენერბაჰჩეს” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ თურქული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. ვან დერ ვილმა “ფენერთან” ოთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და შესაბამისად სტამბულში 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება. “ფენერბაჰჩეს” ვან დერ ვილი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

შეგახსენებთ, ჰოლანდიელი მცველი ბოლო წლების განმავლობაში ფრანგულ “პარი სენ ჟერმენში” თამაშობდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერაფრით დამკვიდრდა და გასული სეზონის დასრულებისთანავე საფრანგეთის დედაქალაქი დატოვა.

0.115345