ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი და აწ უკვე მარსელის "ოლიმპიკის" ყოფილი ფეხბურთელი მიში ბატშუაი ლონდონის "ჩელსის" წევრი გახდა. როგორც "არისტოკრატების ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 22 წლის მოთამაშემ ახალ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“ბედნიერი ვარ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მოხვედრით. იმედია, დავეხმარები გუნდს ტიტულების მოგებაში. დიდებული შანსი მეძლევა ჩემი კარიერის განვითარებისთვის.
ედენ აზარი და ტიბო კურტუა “ჩელსის” შესახებ მესაუბრნენ და მხოლოდ დადებითად. ანტონიო კონტეს შეგირდობა კი ფანტასტიურია და კიდევ უფრო საამაყო ხდება, “ჩელსის” ფეხბურთელობა”, - თქვა წარდგენისას ბატშუაიმ.
ბელგიელი "მარსელმა" ლიეჟის "სტანდარდიდან" 2014 წელს 6 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ფეხბურთელმა 78 მატჩში 33 გოლი გაიტანა. მიში ეროვნული ნაკრების წევრი 2015 წლიდან გახლავთ. მას შემდეგ ბატშუაიმ 7 მატჩი ჩაატარა და თავი სამი გოლით გამოჩინა.