იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” თავის ვებგვერდზე ურუგვაელ მცველ მარტინ კასერესს დაემშვიდობა. როგორც “ბებერი ქალბატონის” საიტი წერს, “იუვე” მადლობელია იმ წლებისთვის და გაწეული სამსახურისთვის, რაც კასერესმა ტურინში გაატარა.
“მარტინის ტურინული თავგადასავალი 2009 წლის ზაფხულში დაიწყო, როცა “ბარსელონადან” იჯარით მოვიდა. მერე იგი ესპანეთში, “სევილიაში” დაბრუნდა, ხოლო 2012 წლის ზამთარში ისევ ჩვენთან გადმობარდგა. ხელმეორე სადებიუტო მატჩში “მილანთან” დუბლი შეასრულა 2012 წლის იანვარში, იტალიის თასზე.
ჩვენ ერთად დავწერეთ დაუვიწყარი და წარმოუდგენელი ფურცლები. მარტინ, შენ ერთ-ერთი ხარ იმ რვიდან, ვინც “იუვენტუსში” ზედიზედ ხუთი სკუდეტო მოიგო და შენი სახელი სამუდამოდ დარჩება “იუვეს” ისტორიაში. წარმატებებს გისურვებთ”, - ასე დაემშვიდობა ტურინული გრანდი კასერესს.
მარტინ კასერესი, რომელსაც გასული სეზონის აბსოლუტური ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა, ახლა თავისუფალი აგენტია, თუმცა თუ სად გააგრძელებს კარიერას ჯერჯერობით უცნობია.