კალათბურთი

0:33 | 1.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართულპასპორტიან ტომასზე დიდი მოთხოვნაა

ამერიკელი კალათბურთელი უილ ტომასი, რომელსაც ქართული პასპორტი გააჩნია და 2011-2012 წლების სეზონში თბილისურ “არმიაში” უთამაშია, შესაძლოა, ყუბანის “ლოკომოტივის” წევრი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ტომასმა გასული სეზონი ესპანურ “უნიკახაში” გაატარა, სადაცა საშუალოდ 8.4 ქულას და 5.2 მოხსნას აგროვებდა. მალაგელები უილს დარჩენას სთავაზობენ და ორ სეზონში 1.2 მილიონ ევროსაც ჰპირდებიან, რუსულ კლუბს კი უკეთესი წინადადება აქვს – სეზონში 800 ათასი ევრო.

საინტერესოა, რომ 29 წლის მძიმე ფორვარდის თავის რიგებში ხილვა ესპანურ “ბარსელონას”, “რეალს” და თელ-ავივის “მაკაბისაც” სურთ.

თეგებიუილ ტომასი
0.126484