"პარი სენ ჟერმენის აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. შვედმა თავდამსხმელმა თავის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე "წითელი ეშმაკების" ლოგო დადო და განაცხადა: "დროა მსოფლიომ იცოდეს. ჩემი შემდეგი დანიშნულების ადგილი "მანჩესტერ იუნაიტედია".
ჯერჯერობით ინგლისურ გრანდს აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად არ დაუდასტურებია და ასევე უცნობია თუ რამდენ ხანს ითამაშებს პრემიერლიგაში ზლატანი და რამდენი მილიონი ექნება შემოსავალი.
იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ში 2012 წლიდან თამაშობდა და ოთხ სეზონში ჩატარებულ 180 მატჩში 156 გოლი გაიტანა. შვედი ოთხჯერ გახდა საფრანგეთის ლიგა 1-ის გამარჯვებული.