ავსტრიულ შეკრებაზე თბილისის “დინამომ” მესამე ამხანაგური მატჩი გამართა და ჰაიფას “მაკაბის” 2:0 მოუგო. გოლები პირველ ტაიმში, ხუთწუთიან მონაკვეთში გავიდა. გიორგი ქვილითაიამ 28-ე წუთზე გაიტანა, ხოლო ოთარ კიტეიშვილმა 33-ზე. ცნობისთვის, ჰაიფას "მაკაბი” ისრაელის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, წინა ორ მატჩში დინამოელებმა ასეთი შედეგი აჩვენეს: პოლონეთის ჩემპიონ “ლეგიასთან” 1;1, ხოლო ბულგარეთის ჩემპიონ “ლუდოგორეცთან” 0:3.