კალათბურთი

14:21 | 29.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილმა “დარუშაფაკა” დატოვა

თურქულმა “დარუშაფაკამ” ქართველ კალათბურთელ მანუჩარ მარკოიშვილთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა და მასთან ერთად, ამერიკელ ლეგიონერ ჯეიმონტ გორდონსაც დაემშვიდობა. ამ ინფორმაციას Sportando.com ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონის წინ, სტამბოლურ კლუბში დიდი ცვლილებები მიმდინარეობს. “დარუშაფაკამ” სპონსორებისგან სოლიდური დაფინანსება მიიღო და მთავარ მწვრთნელად დევიდ ბლატი მიიყვანა, რომელიც შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს.

თურქული კლუბის ბოლო შენაძენი ესპანური “ბილბაოს” ლატვიელი მცველი დაირის ბერტანსი გახდა.

თუ სად გააგრძელებს კარიერას მანუჩარ მარკოიშვილი, ჯერჯერობით, უცნობია.

0.114127