"კროტონეს" აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა ივან იურიჩმა "ჯენოა" ჩაიბარა. როგორც გენუური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ხორვატმა სპეციალისტმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
იურიჩი "კროტონეს" გასულ სეზონში ხელმძღვანელობდა და კლუბს იტალიის სერია ა-ს საგზური მოუტანა. მისი თავკაცობით გუნდმა 45 მატჩი ჩაატარა, მოიგო 25, 13 ფრედ დაასრულა, ხოლო 7 შეხვედრაში მარცხი განიცადა.