ფეხბურთი

13:38 | 29.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ანტონიო რეიესი "ესპანიოლში" გადავიდა

"სევილიას" აწ უკვე ყოფილი შემტევი ხოსე ანტონიო რეიესი "ესპანიოლის" ღირსებას დაიცავს. როგორც ბარსელონური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 32 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რეიესი ანდალუსიელთა რიგებში 2012 წელს "ატლეტიკოდან" გადავიდა და 132 მატჩში გულშემატკივრები 9-ჯერ გაახარა. ხოსე წლების განმავლობაში ლონდონის "არსენალში", მადრიდის "რეალსა" და ლისაბონის "ბენფიკაში" ასპარეზობდა.

"სევილიას" აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა "დალაქებთან" ერთად ევროპა ლიგა 3-ჯერ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113568